„არასდროს დამძინებია 12 წელი… 20 წუთით ჩამეძინა და როცა გავიღვიძე ჯაბა აღარ იყო, მივუტანე ცხვირი სახესთან, მაგრამ ის აღარ სუნთქვადა“ – მომღერლის დედა

jaba

ჯაბა ბოჯგუას დედამ მანანა გვასალიამ გარდაცვლილი შვილის ბოლო საათები გაიხსენა:

„გამიცივდა ჯაბა ერთი კვირის წინ, სიცხეები ჰქონდა. რაც საჭირო იყო ყველაფერს ვუკეთებდი, მაგრამ ვერ ვშველოდი. ჯაბა ყველაფერს გრძნობდა. დილის 6 საათამდე ლოგინთან ვიდექი, ხელში მეჭირა აპარატი და ვცდილობდი დავხმარებოდი. მე ძალიან ცუდად ვარ, სადღაც 6 საათზე ფეხები დამისივდა და იქვე ჩამოვჯექი.

ეტყობა ჩამეძინა, დაახლოებით 20 წუთში გამეღვიძა და აღარ იყო. არასდროს დამძინებია 12 წელი, როცა ჯაბა ცუდად ხდებოდა და მაინცდამაინც იმ დილით ჩამეძინა.

როცა გამეღვიძა, წამოვდექი და ჯაბას ამაზე რეაგირება არ ჰქონდა, შევშინდი, მივედი ლოგინთან, ახლოს მივუტანე ცხვირი სახესთან, მაგრამ ის აღარ სუნთქვადა. ასე დამტოვა სრულიად მარტო ამ ქვეყანაზე. ერთი წლის თავზე გაჰყვა თავის ბებიას, დედაჩემმა წაიყვანა იქეთ”.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

დაწერე კომენტარი