არასამთავრობო ორგანიზაცია გზებზე საშიში მონაკვეთების იდენტიფიცირებას ითხოვს

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა გზებზე „შავი მონაკვეთების“ იდენტიფიცირებაზე ისაუბრა.

„წარმატებული ქვეყნების პრაქტიკა გვეუბნება, რომ თუ ერთი და იმავე ადგილზე სამი წლის განმავლობაში ოთხზე მეტი ავარია მოხდა, რომელიც სრულდება ფატალური შედეგით, ან 10-ზე მეტი სრულდება მძიმე დაშავებით, ეს მონაკვეთი არის „შავი წერტილი“. ასევე არის „შავი მონაკვეთებიც“, რომელიც ერთი კილომეტრის რადიუსს წარმოადგენს. თუ ამ რადიუსში დაახლოებით 6-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ის უკვე „შავ მონაკვეთად“ ითვლება. დღეს ჩვენ რეალურად ვერ აღვრიცხავთ „შავ წერტილებს“ ქვეყანაში. 112-ში შესული ზარებით გვაქვს გარკვეული მონაკვეთები, სადაც 100-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა”, – განაცხადა დღეს გამართულო პრესკონფერენციაზე ეკა ლალიაშვილმა.

ლალიაშვილის ინფორმაციით, 2016 წელს თბილისში ე.წ. „შავი მონაკვეთები“ გამოვლინდა: კახეთის გზატკეცილი – 108 შემთხვევა, აღმაშენებლის ხეივანი – 120 შემთხვევა, წერეთლის გამზირი და მარცხენა და მარჯვენა სანაპიროები, სადაც 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

„წლის განმავლობაში 5-ზე მეტი შემთხვევა ყველა ამ მონაკვეთზე ფატალური შედეგით სრულდება. თუ გავითვალისწინებთ იმ გამოცდილებას, რასაც მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო ორგანიზაციები გვეუბნებიან, ეს მონაკვეთები უპირობოდ არის „შავი წერტილები“ და უნდა მივიღოთ ზომები, რათა გავანეიტრალოთ ეს მონაკვეთები”, – აღნიშნა ლალიაშვილმა.

loading…

პოპულარული

კულტურის ყოფილი მინისტრი ავარიაში მოყვა - მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა მძიმეა
14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები - გორის პარკში კრიმინალისტებმა ლურჯი, წითელი და ყვითელი მონიშვნები მოხსნეს
კალაძის პასუხი გრიგოლ ვაშაძის საბანკო ინიციატივაზე
ივანიშვილ-პუტინის კონსპირაციული გეგმა ოკუპირებულ რეგიონებში, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით უნდა დაწყებულიყო
დაწერე კომენტარი