„არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ დანაშაული „ტოიტა ქამრიში“ მჯდომმა რომელიმე პირმა ჩაიდინა“ – გაგნიძის ადვოკატი

კობაიძე

არჩილ გაგნიძის უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძე გადაცემაში „დღის სტუმარი“ შაქარაშვილის საქმის შესახებ ისაუბრა. ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიება არათანმიმდევრულად მიმდინარეობს და საქმეში პასუხგაუცემელი კითხვები არსებობს. კობაიძის განცხადებით, არ არსებობს არსობრივი მტკიცებულება იმისა, რომ დანაშაული „ტოიოტა ქამრიში“ მჯდომმა რომელიმე პირმა ჩაიდინა.

თუ ბრალდების მხარეს სურს ბრალი წარგვიდგინოს, კი ბატონო, მათ აქვთ ამის უფლება. ეს იქნება საზოგადოებაზე მანიპულირება, თორემ სამართლებრივად მტკიცებულებების საფუძველზე, არანაირი არსობრივი მტკიცებულება არ არის, რომელიც რაიმე ფორმით მიანიშნებს, რომ რომელიმე პირმა „ტოიტა ქამრიში“ მსხდომთაგან, ჩაიდინა (აღნიშნული) დანაშაული“, – ამბობს ალექსანდრე კობაიძე.

დაწერე კომენტარი