“მშენებლობისთვის 1200 000 ლარია გადახდილი და ლპება იქაურობა”-საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვისთვის 4 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივი ხარჯვის გამო 4 პირი მისცეს პასუხისგებაში. 

საქმე ეხებოდა, ფონიჭალაში ბაგა ბაღის მშნენებლობას, რომლისთვისაც საკმაოდ სოლიდური თანხა გადაურიცხა თბილისის მერიამ ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას და მათ არ დაასრულეს მშენებლობა.

დადგინდა, რომ ისინი არასამართლებრივი გზით 268 488 ლარს დაეუფლნენ.

  ” მშენებლობისთვის დაახლოებით 1 200 000 ლარია გადახდილი  და ფაქტობრივად ლპება იქაურობა. როდესაც ვსაუბრობდი, რომ კონკრეტული თანხები არის გაფლანგული ისინი სიცრუეში მდებდნენ ბრალს, თუმცა ახლა აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არის სიმართლე. სექტემბერში მშენებლობა უნდა დასრულებულიყო და მიუხედავად იმისა, რომ მათ თავისი ვალდებულება ვერ შეასრულეს,  კახა კალაძემ დეკემბერში კიდევ გადაურიცხა კომპანიას 600 000 ლარზე მეტი. რატომ არავის მოუვიდა თავში აზრად, რომ მისულიყვნენ და ენახათრა სიტუაცია იყო. მაგალითად, ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს,დედაქალაქის მერს ან მერიის რომელიმე წარმომადგენელს. უბრალოდ ადგილზე მისვლა იყო საჭირო იმისთვის, რომ სიტუაციაში გარკვეუილიყვნენ.”- აცხადებს თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი.

დაწერე კომენტარი