“არაკომპეტენტური განცხადებები სახელმწიფო მოხელეების მხრიდან საზოგადოებაში იწვევს უნდობლობას” – დედა სიდონია

დედა სიდონია ხელისუფლების წარმომადგენლებს მამა გიორგის დამნაშავედ გამოცხადების გამო აკრიტიკებს.

cyc

დედა სიდონიას თქმით, მამა გიორგი მამალაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება “იაფასიანად აწყობილ სცენარს” წარმოადგენს.

„ჩემთვის იყო მიუღებელი და არ შემიძლია, ეს არ ვთქვა, მხოლოდ საპატრიარქოს რომ არ შევეხოთ. პროკურატურის, მთავარი პროკურორის ბრიფინგის შემდეგ, როდესაც ჩვენ მოვისმინეთ განცხადებს, რომ ბრალეულია და რეალურად არ უთქვამთ, არ დაუკონკრეტებიათ, ვის მიმართ იყო ეს. ცოტა ხანში ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ ბატონ პრემიერ-მინისტრს, ბატონ კალაძეს და კიდევ იყო ქალბატონი თეა წულიკიანი. მათ ძალიან აღშფოთებულებმა და გახარებულებმა და საზეიმოდ განგვიცხადეს, რომ, თურმე, სახელმწიფოზეც იქნებოდა ეს დარტყმა, არა მარტო საპატრიარქოზე. მე ვთვლი, რომ ასეთი არაკომპეტენტური განცხადებები სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ადამიანებში, საზოგადოებაში იწვევს უნდობლობას და უფრო მეტი დარტყმაა, ვიდრე მამა გიორგის, ასე ვთქვათ, თუ მათ სჯერათ, განზრახვა,“ – განაცხადა დედა სიდონიამ.

წყარო: რუსთავი2

რეკლამა

დაწერე კომენტარი