წითელ ხიდსა და ყაზბეგში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

20 – 26 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,წითელი ხიდი” და „ყაზბეგი“, ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, 20 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 352.26 გრამი) საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ აღმოაჩინეს.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 19,633.62 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 198.02 გრამი) გამოვლინდა 22 – 26 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი“ და ,,წითელი ხიდი“. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 11,727.72 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, სანქციის სახით, შეეფარდათ ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 11,727.72 ლარის ოდენობით.

პოპულარული

"17 წლის გოგოს ჩვილი მოუკლეს იმიტომ, რომ მისი ყვერი ძმა უბანში ვეღარ იბლატავებდა... იმიტომ, რომ..." - შემზარავ ამბავს სოცქსელში ეხმაურებიან
"ეს ხდება კარფურში...როდემდე ადამიანებო?" - რა შეემთხვა ჰიპერმარკეტის თანამშრომელს
შემზარავი ამბავი, რომელიც დღეს თბილისში მოხდა - დედამ საკუთარი ახალშობილი კორპუსის ფანჯრიდან გადააგდო (ვიდეო)
სკანდალური წერილი: რატომ უპირისპირდებოდა პანდემიასთან მებრძოლი ცნობილი ექიმი "ოცნების" მაღალჩინოსნებს: "რატომ აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რაც ძალიან არ გვინდა"
დაწერე კომენტარი