“ან ვიშორებთ ივანიშვილს, ან მყარდება დიქტატურა” – ზაალ უდუმაშვილი

„ან ვიშორებთ ივანიშვილს, ან მყარდება დიქტატურა“, – ამის შესახებ ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციაზე „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს დეპუტატები ირჩევენ არა იმას, მოუხსნან თუ არა ნიკა მელიას მანდატი, არამედ აძლევენ ხმას სრულ დიქტატურას, თუ არა

„ან ვიშორებთ ივანიშვილს, ან მყარდება დიქტატურა, დღეს დეპუტატები რომლებმაც ღილაკს უნდა მიაჭრონ თითი, ისინი იმუნიტეტის მოხსნას კი არ აძლევენ ხმას, არამედ დამყარდება თუ არა სრული დიქტატურა“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უწყებამ 25 ივნისს, საკანონმდებლო ორგანოს მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებისთვის მიმართა.

პარლამენტში მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ცხარე კამათი მოჰყვა მმართველ პარტიას და ოპოზიციას შორის.

პოპულარული

ერთი ბილეთით მარშუტკით, ავტობუსით და მეტროთი მგზავრობას შეძლებთ - თბილისის მერიის ახალი რეფორმა
"ბიჭის ძმამ თავი მოიკლა, მამამ დარდს ვერ გაუძლო და სიცოცხლე შვილის საფლავზე დაასრულა" - ვინ არის 16 წლის მუშა, რომელიც დღეს მშენებლობაზე გარდაიცვალა
ღობით გაყოფილი სათამაშო მოედანი თბილისში "მდიდრების" და "ღარიბებისთვის" - "მშობელმა ვისაც ფული არ აქვს, როგორ აუხსნას შვილს, რატომ თამაშობენ სხვა ბავშვები უკეთეს პირობებში"
დღეიდან თამარ მეფის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობა 200 დღით გადაიკეტება
დაწერე კომენტარი