“ანი სუბელიანის ქართვველობას დამტკიცება არა სჭირდება. ეს ადამიანი გამბედაობის ნიმუშად იქცა”

პოლიტიკური პარტია”სახელმწიფო ხალხისთვის”ლიდერი  ნიკა მაჭუტაძე Facebook- ზე პოსტს აქვეყნებს:

შავი ჩაი ასკილით

ანი სუბელიანის შესახებ:

ეს ის გოგოა, რომელმაც 9 აპრილის მემორიალზე იცეკვა.

მის გასამართლებლად ტირაჟირებენ მისეულ შესრულებას ინოლა გურგულიას სიმღერებისას. ანის კარგი, პატრიოტი ქართველობის დასამტკიცებლად.

არადა, ეს არაფერს ამტკიცებს. ბრწყინვალედ მღერის ორი ჭკუასელი – ერთიც და მეორეც, მაგრამ ორივე ივანიშვილის და კრემლის სამსახურშია. ერთი პარლამენტში უზის ბიძინას და ხელს მოუწერს ნებისმიერზე და მეორე კრემლს ეწვია, იქ ეახლა თავისი ქორეოგრაფიით და ფოლკლორით მტერს.

ანი სუბელიანის ქართველობას, საქართველოს კარგ მოქალაქეობას დამტკიცება იმ მომენტიდან აღარ სჭირდება, როდიდანაც მან ის ცნობილი მოძრაობები შეასრულა მემორიალზე.

მას საერთოდ არ ვიცნობ, ერთხელაც არ შევხვედრივარ, მაგრამ მტკიცედ მწამს – საქართველოს და მისი ისტორიის, მისი თავგადასავლის პარადიგმა სწორედ გამბედაობაა. გამბედაობა და დაუოკებელი სწრაფვა თავისუფლებისა და ეთიკური ინდივიდუალიზმისაკენ. ეს არის ამ ქვეყნის იდეა, მთავარი საზრისი.

გურგულიას სიმღერებით არაფერს ენიჭება ლეგიტიმაცია. ეს ჰანგები ისევე შორსაა ჩვენგან, როგორც შოსტაკოვიჩის რომელიმე დაუწერელი კომპოზიცია.

ანი სუბელიანის ქართვველობას და მოქალაქეობას დამტკიცება არა სჭირდება.

ეს ადამიანი გამბედაობის ნიმუშად იქცა. ამიტომაც გახდა მიუღებელი იმ კულუარულ ვაჭრობაზე, რომელიც იმართება ყველას ზურგს უკან და რომელიც მხოლოდ იმედგაცრუებას გვიპირებს.

იტვირთება…

პოპულარული

მეგან მარკლი ჰერცოგონიას სტატუსით პირველად გამოჩნდა და დაამტკიცა, რომ სამეფო ოჯახის ღირსეული წევრია (ფოტოები)
"თავდასხმა" პრინც ჰარიზე - რა მოხდა სასექსის ჰერცოგის პირველი ოფიციალური გამოსვლისას (ვიდეო)
"დაიხუროს ღვთისმგმობი რუსთავი2" - ტელეკომპანიასთან აქცია დაანონსდა
როგორ დავძლიოთ შაკიკი რამდენიმე წამში ერთი უნიკალური ინგრედიენტით
დაწერე კომენტარი