“რამდენი რამ გადავიტანეთ, მაგრამ ასეთი რთული არაფერი ყოფილა, უკვე გაუსაძლისია ეს დღეები…” – პატარა ანიტას დედის მიმართვა

ანიტა

ანიტა ფაცაცის დედა, მარიკო სადრაძე კიდევ ერთ მიმართვას ავრცელებს:

“რაც ანიტა გავაჩინე, ჩვენ სულ ერთად ვართ. მე ანიტას გარეშე ან ანიტა ჩემს გარეშე იშვიათი გამონაკლისი იყო, რის გამოც დედას აქსესუარს ვეძახდი. ყველგან თან დამყავდა. ჯანმრთელი ბავშვი იყო და იშვიათად მანერვიულებდა თავისი ავადმყოფობით. მინდოდა მასთან ურთიერთობის ყოველი წამი მეგრძნო. 

ახლა კი ერთიანად თავს დაგვატყდა ამდენი რამ და ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ანიტა ასე ახლოსაა, მაგრამ ჩემთან არ არის. ვერ ვუძლებ იმ ფაქტს, რომ იქ მარტოა, უჩემოდ. დღეში მხოლოდ ერთი საათი მაქვს ნახვის კანონიერი უფლება. დანარჩენი დრო მიწევს დაცვის ბიჭებთან ხვეწნა, ხან 200-კილოიანი დაცვის გატანა და ისე შესვლა, ხან ვდარაჯობ და როგორც კი გავა რომელიმე მათგანი ჩუმად ვიპარები.

აუტანელია ის საათები, რომლებსაც მის გარეშე ვატარებ და მასთან ყოფნაც რთულია, რადგან ძალიან დასევდიანებული მხვდება ჩემი გოგო. ალბათ ვერ გაუგია რატომ დატოვა დედამ ამდენ ექიმთან მარტო და სად წავიდა თვითონ. 2.5 წლისაა, მაგრამ ვიცი ბევრ რამეს აცნობიერებს და იქნებ ნაწყენიცაა ჩემზე, ამიტომ ხშირად არ მეკონტაქტება. ლაპარაკი ისედაც არ შეუძლია ინტუბაციის მილის გამო.

რამდენი რამ გადავიტანეთ, მაგრამ ასეთი რთული არაფერი ყოფილა, რადგან მაშინ ერთად ვიყავით. ახლა კი ვკარგავთ დღეებს, რომლებიც ერთად უნდა გაგვეტარებინა.

ანიტა მართლაც განსაკუთრებული ბავშვია. უკვე ინდოეთის საავადმყოფოს ექთნებიც ლოცულობენ მისთვის. მეუბნებიან, რომ ის მათი რჩეულია, უყვართ, გიჟდებიან, ლოცულობენ. ერთ-ერთმა მითხრა ისე მიყვარსო, რომ ჩვენს ერთ-ერთ დღესასწაულზე მთელი ჩემი ოჯახი ანიტაზე ლოცულობდაო. მეორემ პატარა ხის ფიგურა მაჩვენა და ამიხსნა, რომ ეს იყო მათი ღმერთი და რაც ანიტა მისი პაციენტი გახდა, მას შემდეგ იყიდა ეს ფიგურა, რომ ელოცა. ყველას შეაყვარა თავი ამ პატარა ქალბატონმა. ახლა ინდოეთი და საქართველო ერთად ლოცულობს ანიტას გულისთვის.

მინდა მალე ვიყოთ ერთად. უკვე გაუსაძლისია ეს გაწელილი დღეები…”

loading...

პოპულარული

ჩხოროწყუ, წალენჯიხა და ზუგდიდი შესაძლოა ეპიდემიამ მოიცვას - COVID 19–ით დაინფიცირებული სპორტსმენი ათეულობით პირს, მათ შორის ორსულს შეხვდა
როგორ უნდა იმკურნალოს პაციენტმა სახლში კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში
ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება "გავროლოვის ღამეს" - პრემიერის პირველი კომენტარი ომბდსმენის სკანდალურ დასკვნაზე
"პოლიტიკური შურისძიების გამო პრემიერს უწევს ტყუილის თქმა" - რა წერია გახარიას ხელმოწერილ დადგენილებაში
დაწერე კომენტარი