ადვოკატი – ლადო გრიგალაშვილმა ანა ნაცვლიშვილს „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანის მძღოლთან ინტიმური ურთიერთობისას შეუსწრო

„ლადო გრიგალაშვილმა ანა ნაცვლიშვილს „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანის მძღოლთან ინტიმური ურთიერთობისას შეუსწრო“ – ამის შესახებ თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა, ნაირა ოტიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანას და მის მძღოლს საქმეში არა მხოლოდ ლადო გრიგალაშვილმა, არამედ კიდევ ერთმა მოწმემ დაასახელა.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ნახა „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანა, ე.წ. „დუტი ტროიკა“, რომლის მძღოლთანაც ანა ნაცვლიშვილს ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა. შესაბამისად, ვეთანხმები პატიმრობის მოთხოვნას არა იმიტომ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დამნაშავეა, არამედ იმიტომ, რომ მას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს, ვინაიდან ლადო გრიგალაშვილმა შეუსწრო საყვარელ გოგონას აღნიშნული მანქანის მძღოლთან ურთიერთობისას”, – აღნიშნა ადვოკატმა.

ანა ნაცვლიშვილი თემქაზე სახლთან ახლოს მოკლული გუშინ დილით იპოვეს. მას ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული ლადო გრიგალაშვილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს გუშინვე დააკავეს. დღეს კი მას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.  შსს-ს წინასწარი ინფორმაციით, ანა ნაცვლიშვილი შურისძიების მოტივით იყო მოკლული.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

loading…

პოპულარული

"არ მინდა, ყელში ამოვიდა, მაწვალებენო..." - ყვარელში 25 წლის გოგოს მეოთხეა დღეა ეძებენ
ბერა ივანიშვილი დაინიშნა - ვინ არის ბიძინა ივანიშვილის რძალი?
"ყველას გთხოვთ გაავრცელოთ ეს ვიდეო"- მიხეილ სააკაშვილის საგანგებო ვიდეომიმართვა
მინდორში დატოვებულ სატვირთოში 157 ადამიანის ცხედარი აღმოჩნდა
დაწერე კომენტარი