ანაკლიისა და ფოთის პორტების პროექტების ჩაშლის საფრთხე – გიორგი ქობულიას სკანდალური განცხადება

თუ ჩვენ ძალიან მკაცრად დავდექით ანაკლიის მიმართ, ამავე დროს არ მივეცით ფოთის პორტს ნებართვა, შეიძლება ერთიც ჩაიშალოს და მეორეც – ამ ამ სკანდალურ განცხადებას, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი აკეთებს. გიორგი ქობულია ხელისუფლებას სიფრთხილისკენ და ყველაზე ცუდის სცენარის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს.

ყოფილი მინისტრისთვის კითხვებს აჩენს ფოთის პორტის ხელშეკრულებაც. ქობულია კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას მივიდეს პარლამენტში და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხოს.

„თუ ჩვენ ძალიან მკაცრად დავდექით ანაკლიის მიმართ, ამავე დროს არ მივეცით ფოთის პორტს ნებართვა, ბოლო ბოლო შეიძლება ერთიც ჩაიშალოს და მეორეც. მე მგონია, რომ ეს არის ყველაზე ცუდის სცენარი, მაგრამ მე განვაცხადე ამ სცენარზე იმიტომ, რომ უნდა ფრთხილად ვიყოთ. უნდა გავიაზროთ ის, რომ არ მოვხვდეთ იმ სიტუაციაში, სადაც ასეთ ნეგატიურ შედეგს მივიღებთ. დღევანდელ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში, ამ საკითხთან დაკავშირებით, ასეთი ბრძანების გაცემა ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან პოლიტიკურად სენსიტიური საკითხი იყო, მაგრამ, როგორ მოხდა ეს მე ამას ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ მე იქ არ ვიყავი. პოლიტიკურად ეს დამაზიანებელი იყო ეს გაუქმება მმართველი გუნდისთვის,“-აცხადებს ქობულია.

პოპულარული

"ოცნება" ურჩი დეპუტატების დასჯას იწყებს - ივანიშვილის შურისძიება კაკულიასა და მარიამ ჯაშზე, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით"- აშშ-ის საელჩოს სპეციალური განცხადება
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური სასამართლოს შემდეგ, "ოცნების" 4 დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს
კაკულია, ჯაში და ოდიშარია - "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
"გავრილოვის სისხლიანი ღამე"- პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა
"დაღუპული გმირის დედის და ჩემი დედამთილის თხოვნით არ მივიღე კენჭისყრაში მონაწილეობა"- მარიამ ჯაში
კაკულია, ჯაში და ოდიშარია - "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური სასამართლოს შემდეგ, "ოცნების" 4 დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს
პუტინი საჯდომზე - თამო ვაშალომიძის უპრეცედენტო პროტესტი (ფოტო)
დაწერე კომენტარი