ანაზღაურებადი სტაჟირება – შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღების ახალი წესი ინერგება

გიორგი გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა უწყებაში სამსახურში მიღების წესის გარდაქმნას.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საბაზისო კურსების გავლის დროს საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელიც იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავლილი ტესტირების შედეგად ამორჩეული, მისი სტაჟირების და სწავლის პერიოდი, რომელიც იქნება აკადემიაში ანაზღაურებადი იქნება.

„კიდევ ერთი კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში  მიმდინარე რეფორმების და ცვლილებების გახლავთ სამსახურში მიღების წესის  ცვლილება. ეს ბრძანება უკვე ხელმოწერილია. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ფუნქცია. მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ გადავდგით რამდენიმე ნაბიჯი – პირველი რაც გავაკეთეთ, გავაკეთეთ ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში აღარ იქნება უმაღლესი განათლების კომპონენტი და ის იქნება სრულად პროფესიული განათლების
დაწესებულება. გარდა ამისა, როგორც მოგახსენეთ, ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯი და ვთქვით, რომ სისტემაში მოხვედრის ერთადერთი გზა იქნება ანაზღაურებადი სტაჟირება და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. ეს ნიშნავს იმას, რომ საბაზისო კურსების გავლის დროს საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელიც
იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავლილი ტესტირების შედეგად ამორჩეული, – მისი სტაჟირების და სწავლის პერიოდი, რომელიც იქნება აკადემიაში – ანაზღაურებადი იქნება. ის პირველი 3 თვის საბაზისო კურსების გავლის პერიოდში მიიღებს მისი საშტატო სარგოს 50%-ს. ხოლო 9 თვიანი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში, მიიღებს სრულ სარგოს და ეს იქნება ის ინსტიტუციონალური პროცესი, რისი საშუალებითაც თითოეული ადამიანი შეძლებს მოხვდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ძალიან კარგად გვესმის, ვერანაირი სოციალური სტატუსი, ხელფასის  ზრდა, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, სოციალური დაცვის გაძლიერება, ვერ იქნება გარანტი იმის, რომ ადამიანური რესურსი შინაგან  საქმეთა სამინისტროში ხარისხობრივად გაუმჯობესდეს. ამას სჭირდება  ინსტიტუციონალური განათლების და პროფესიული ზრდის მექანიზმები, რომელსაც  ახლა ჩვენ ვქმნით. რა თქმა უნდა ჩვენ გვესმის და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საუკეთესო კადრები, საუკეთესო ახალგაზრდები მოდიოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და მათ იცოდნენ, რომ მათი სოციალური და  პროფესიული ზრდის გარანტიები არის სახელმწიფოს და ინსტიტუტის მიერ”, – განაცხადა გიორგი ჰახარიამ.

ამასთან, მისივე თქმით, 13 200 პოლიციელს უკვე გაეზარდა ხელფასი და უახლოეს პერიოდში გაგრძელდება ხელფასების ზრდა.

პოპულარული

როგორ გამოიყურებიან პლანეტის საოცრებად აღიარებული გოგონას, ქენდის სვეინფულის შვილები (ფოტო)
კონგრესმენის უმწვავესი წერილი გახარიას: "საქართველომ ბოლო წლებში გადაუხვია დემოკრატიული ღირებულებებიდან"
მოკლე კაბა და მოშიშვლებული მკერდი - ლიზა ქისტაურის ახალი შთამბეჭდავი ფოტო
ავარია ქუთაისის აეროპორტთან - დაღუპულია ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი
დაწერე კომენტარი