“ამ უგონო და მატყუარა ქალს ჯერ ის აუხსენით, რომ არც მთვრალი ქალის გაუპატიურება შეიძლება და არც ფხიზლის”

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:

ამ უგონო და მატყუარა ქალს ჯერ ის აუხსენით, რომ არც მთვრალი ქალის გაუპატიურება შეიძლება და არც ფხიზლისა; მერე შეახსენეთ, რომ ალკოჰოლის მიღება ცოდვა არაა, თან საქართველოში; მერე უთხარით, რომ მსხვერპლი ქალის წარსულში კომპრომატების გამოჩხრიკვა მაგრად ტეხავს და ბოლოს ანდაზა მიაშველეთ, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.
პ.ს. აქვე შეგახსენებთ, რომ თამთას სიფხიზლეს ადასტურებს ორი სასწრაფოს ექიმი და დუჟინი პოლიციელებისა და საქმეში დევს ეს მასალა, რა თქმა უნდა ამ ქალს შეუძლია იმ ბიუროს თანამშრომლების ჩვენებები დაგვიპირისპიროს, რომლებსაც თამთა იმ დღეს არ უნახავთ და ვნახოთ, სასამართლო ვის დაუჯერებს.

“მაქვს მტკიცებულებები, როგორ იქცევა თამთა თოდაძე ნასვამი, ის კიდევ ორ საქმეში ფიგურირებს, რომელიც ალკოჰოლური თრობიდან გამომდინარე მის ქმედებებს უკავშირდება” – აცხადებს მარიამ კუბლაშვილი

დაწერე კომენტარი