“ამ საქმეს და სვანეთში დაკარგული ბავშვის ილია ფილფანის საქმეს რა გამოძიება აქვს? რაღაც არაფერი ცხადდებამხოლოდ ბაჩალიაშვილ-შაქარაშვილის საქმეებიაა პრიორიტეტი?” – თამარ ივერი

ივერი

ცნობილი მეცო-სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში ცემის შედეგად დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ივერი წერს, აღნიშნულ საქმეზე, ასევე 13 წლის ილია ფილფანის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიებას სიახლე არ აქვს.

„ამ საქმეს და სვანეთში დაკარგული ბავშვის ილია ფილფანის საქმეს რა გამოძიება აქვს?? რაღაც არაფერი ცხადდება.თუ მხოლოდ ბაჩალიაშვილ-შაქარაშვილის საქმეა Priority-გრიფით? თუ აუცილებელია ამათმა მშობლებმაც ირბინონ ინსტანცია-ინსტანცია ….სახელმწიფოსგან ყურადღების მოლოდინში?“- წერს თამარ ივერი.

18 წლის ირაკლი თედლიაშვილი, რომელიც 8 ივნისს, გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავდა, 11 სექტემბერს გარდაიცვალა.

ხოლოდ 13 წლის ილია ფილფანი, სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. 

დაწერე კომენტარი