“ამხელა ტექსტში არსადაა მოწოდება მართლმსაჯულების სისტემის მიმართ, რომ გამოიძიოს, დაადასტუროს თქვენი სიმართლე… ეს რომ დანაშაულის ირიბი აღიარებაა, ვერ ხვდებით?” – ხუხაშვილი

ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” ოფიციალურ განცხადებას ეხმაურება.

ექსპერტი აცხადებს, “ოცნების” ტექსტში არსადაა მოწოდება მართლმსაჯულების სისტემის მიმართ, რომ სასამართლომ გამოიძიოს და დაადასტუროს მათი სიმართლე. მისივე შეფასებით, ეს დანაშაულის ირიბი აღიარებაა:


“ამხელა ტექსტში ერთხელაც რომ არ არის მოწოდება მართლმსაჯულების სისტემის მიმართ, რომ გამოიძიოს, დაადასტუროს თქვენი სიმართლე და შესაბამისად დასაჯოს ფალსიფიკატორები, ეს მთელი წერილის პათოსს რომ ანულებს და დანაშაულის ირიბი აღიარებაა, ვერ ხვდებით?” – წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

დაწერე კომენტარი