ამცირებს თუ არა BCG ვაქცინა კორონავირუსის რისკს – რას აცხადებს პაატა იმნაძე

იმნაძე

დაავადებათა კოტნტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე გამოეხმაურა ბოლო დღეებში საერთაშორისო მეცნიერების მიერ გამოთქმულ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ბცჟ-ს (BCG) ვაქცინა კორონავირუსის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებდეს.

პაატა იმნაძის თქმით, ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ ვარაუდი, რომელიც მეცნიერულად დადასტურებული არ არის, თუმცა თუ ეს ვარაუდი მართლაც დადასტურდა, სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო გაცილებით დაცული იქნება.

„თუ ეს დადასტურდა ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით. იყო მოსაზრება, რომ წითელა-წითურას ვაქცინაც ამცირებდა რისკს არა იმ მხრივ, რომ კორონავირუსის არ შეხვდებოდა მათ, ვისაც ეს აცრა აქვთ გაკეთებული, არამედ ისინი მსუბუქ ფორმებში გადაიტანდნენ ვირუსს. ბცჟ-ზეც ასეთივე მოსაზრება გამოქვეყნდა – ვისაც გაკეთებული აქვს ეს აცრა ნაკლებად ემართებათ კორონავირუსი და თუ დაემართათ ადვილად გადაიტანენ. ეს ორი ჰიპოტეზა, რომელიც ჯერ მეცნიერულად არ არის გამყარებული, თუ მართალი აღმოჩნდება, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, რადგან საქართველოში ძალიან კარგია მოცვა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინით. გარდა ამისა, პრაქტიკულად ყველა არის აცრილი ბცჟ-ს ვაქცინით, როგორც ახალგაზრდა, ისე ძველი თაობა. ასე რომ თუ ეს ჰიპოტეზები მართალია, ჩვენ გაცილებით უფრო დაცულები ვიქნებით, ვიდრე სხვა ქვეყნები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

loading...

პოპულარული

პრემიერის გამოსვლამ შს მინისტრს ძილი მოჰგვარა - კადრი პარლამენტიდან
"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
დაწერე კომენტარი