ამის შემდეგ მართლა ელით რომ სერიოზულად განგიხილავენ ნატოს წევრად? – ილვესი საქართველოს მთავრობას მიმართავს

ილვესი

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი ამბობს, რომ საქართველო რუსეთის თანამონაწილედ იქცა იმით, რომ არანაირ სოლიდარობას არ გამოხატავს უკრაინის მიმართ. ამ თემაზე მან “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ისაუბრა და მთავრობის პოზიცია აბსოლუტურად გულისამრევად შეაფასა.

cyc

“როგორ შეიძლება, საქართველო, ქვეყანა, სადაც მე შუა ომის დროს ჩავფრინდი, დღეს უკრაინას მხარს არ უჭერდეს? სანქციებს არ შეუერთდით – და საქართველო რაიმე სოლიდარობას ელის? მართლაც ელით, რომ [ამის შემდეგ] სერიოზულად განგიხილავენ ნატოს და ევროკავშირის წევრად? საქართველომ აჩვენა, როგორი ქვეყანა იქნებოდა, ევროკავშირის ან ნატოს წევრი რომ ყოფილიყო. ეს ვნახეთ. ვინ დაუჭერს მხარს საქართველოს, რომელიც მხარს არ უჭერს დასავლეთის ამჟამინდელ სუსტ პოზიციასაც?” – ამბობს ილვესი.

რეკლამა

დაწერე კომენტარი