ამირხანაშვილის 5-ჯერ შეცვლილი ჩვენებით დაუშვებელია ვინმეს დაკავება – ალექსანდრე კობაიძე

ამირხანაშილი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძის ადვოკატი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას კიდევ ერთხელ აჟღერებს. უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმის ერთ-ერთი “ოქროს მოწმე”, გურამ ამირხანაშვილი, ცრუობს, რადგან არჩილ გაგნიძეს მისთვის თავისუფლება არ აღუკვეთავს და ამას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე აუცილებლად დაამტკიცებს.

ამირხანაშვილის 5-ჯერ შეცვლილი ჩვენების საფუძველზე არ შეიძლება, რომ ბრალი დაუდასტურდეს ვინმეს გატაცების ეპიზოდიდან, – ამბობს ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე. 

შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული, თუმცა 11 დაკავებულის საქმე პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო.

მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ, რაც 4-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

11 აგვისტოს კი პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 5 პირს –  ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, ზ.ხ-ს, ა.ქ-ს. და ვახტანგ ჩიქოვანს ბრალი დაუმძიმა.

ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერე კომენტარი