ამირან გამყრელიძე: სასეირნოდ და სახუმაროდ საქმე არ გვაქვს

გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან საბრძოლველად სახლში ყოფნაზე უკეთესი მეთოდი და წამალი არ არსებობს.

მისივე თქმით, 10 დღეში შესაძლოა COVID-19 -ის გავრცელების კუთხით კრიტიკულ ფაზაში შევიდეთ.

“გამოვლენილი 90 შემთხვევიდან უმრავლესობის პირველი წყარო ვიცით, თითქმის ყველა არის შემოტანილი. მხოლოდ 3 შემთხვევაში ვერ ვადგენთ პირველწყაროს. გვაქვს 110 კონტაქტი და ვფიქრობთ, გავალთ შედეგზე. მაგრამ შესაძლოა, ის პირი, ვინც სამ ადამიანს ინფექცია გადასდო ამ 100 პირშიც არ აღმოჩნდეს, ამიტომაც ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ჩვენ შევდივართ პრეკრიტიკულ სტადიაში და არ გამოვრიცხავ, რომ ერთი კვირის შემდეგ დადგეს კრიტიკული პერიოდი. ამიტომაცაა სერიოზული, მოსახლობამ გაითავისოს, რომ არ გვაქვს სახუმაროდ და სასეირნოდ საქმე. კორონავირუსთან საბრძოლველად სახლში ყოფნაზე უკეთესი მეთოდი და წამალი არ არსებობს”, – განაცხადა ამირან გამუყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა 28 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 90 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 16 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

loading...

პოპულარული

მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას - საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევა
თუ ოპოზიცია ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, შეიძლება ცუდი არც იყოს, უფრო ნაკლებად იქნებიან წარმოდგენილი -კობახიძე
"ვინ თქვა, რომ გადავუხვიეთ"- მეუფე იაკობის თთმით, პატრიარქი და სინოდი დასავლური კურსს უჭერენ მხარს
„ვითხოვთ უკეთეს ნაწერს... თქვენი წერილი სიმცდარითაა გაჯერებული” – ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის უმწვავესი საპასუხო წერილი „კავკასიურ სახლს“
როგორ დაიხარჯება 434 მილიონი, რომელიც მთავრობა სამშენებლო სექტორს გამოუყოფს
"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი