ამირან გამყრელიძეს თანამდებობიდან უშვებენ?

გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის პოსტიდან გადაყენება განიხილება – ინფორმაციას სტრატეგია აღმაშენებელის ერთერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ავრცელებს.

ჩიხლაძემ ფორმულას განუცხადა, რომ კულუარული ინფორმაცია უკვე 1 კვირაა, აქვთ.

“განიხილება ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი. ბევრი მისი მიდგომა არის მოძველებული და დაუსაბუთებელი, იგივე შეზღუდვებთან დაკავშირებით, სააკორდინაციო საბჭოში მისი საქმიანობა, ასევე, არაერთი საეჭვო შესყიდვები, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული. გადაწყვეტილია თუ არა, არ ვიცი, კულუარული ინფორმაცია 1 კვირა გვაქვს, რომ ეს განიხილება”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში ინფორმაცია სსიცრუეს უწოდებენ.

დაწერე კომენტარი