„საქართველოს ზოგიერთ რეგიონში იწვიმებს“ – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

მზიანი-ამინდი-წვიმიანი-ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 ივლისიდან 3 აგვისტომდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. 31 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში იწვიმებს. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება. თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +32 გრადუსი დაფიქსირდება. 1-ლი აგვისტოდან ამინდი შედარებით გაუარესდება. 3 აგვისტომდე მოსალოდნელია წვიმა საქართველოს დასავლეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში.

დაწერე კომენტარი