დღეს საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება – ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

7 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით ნალექი საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ძალიან ძლიერი (უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზოგან სეტყვა, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ელჭექი, ძლიერი წვიმა და დასავლეთის მიმართულების ქარი 20-25 მეტრი წამში. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში ხვალ +26 გრადუსამდე იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ზოგიერთ რაიონში კი სეტყვაც. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი 22-30 მეტრი წამში. ტემპერატურა +27 გრადუსამდე იქნება.

7 სექტემბერს იწვიმებს თბილისშიც, ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება და იქროლებს ძლიერი ქარი 20-25 მეტრი წამში.

ძლიერ ქარს ელოდებიან 7 სექტემბერს ზღვისპირეთშიც, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელია . საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება. ცალკეულ რაიონებში შესაძლოა მეწყერულ-ღვარცოფული პროცესები აღინიშნოს.

loading...

პოპულარული

იტალიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა
"უაზროდ ვტიროდი და ვიმეორებდი – ნია, დე..." - წყვილი, რომელმაც 6 წლის ნიაკო დაკარგა, ტყუპს ელოდება
ხანძარი ჩერნობილის ტყეში - მიმდებარე ტერიტორიაზე რადიაციის დონე 16-ჯერ გაიზარდა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი