ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია (შესწორებები)

ამერიკის_კონსტიტუცია

ამერიკის შეერთებული შტატების
კონსტიტუციის შესწორებები და დამატებები

 

XII შესწორება
ამომრჩევლები უნდა შეიკრიბონ თავიანთ შტატებში და კენჭი უყარონ
პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს, რომელთაგან ერთი მაინც არ უნდა იყოს მათი
შტატის მკვიდრი; მათ უნდა დაასახელონ თავიანთ ბიულეტენებში პიროვნება,
რომელსაც ხმა მისცეს როგორც პრეზიდენტს, ხოლო – ცალკე ბიულეტენებში
პიროვნება, რომელსაც ხმა მისცეს როგორც ვიცე-პრეზიდენტს, შემდეგ მათ უნდა
შეადგინონ ცალ-ცალკე სიები ყველა იმ პიროვნებისა, რომელმაც ხმები მიიღო
როგორც პრეზიდენტმა და ყველა იმ პიროვნებისა, რომელმაც ხმები მიიღო როგორც
ვიცე-პრეზიდენტმა, და იქვე მოუთითონ, თუ რა რაოდენობის ხმები დააგროვა
თითოეულმა მათგანმა. ეს სიები მათ მიერ ხელმოწერილ და დამტკიცებულ უნდა
იქნას და გადაიგზავნოს შეერთებული შტატების მთავრობის ადგილსამყოფელში,
სადაც ისინი პირადად სენატის თავმჯდომარეს უნდა ჩაბარდეს – სენატის
თავმჯდომარემ, სენატისა და წარმომადგენელთა პალატის თანდასწრებით, უნდა
გახსნას ყველა წერილობითი მოწმობა, რის შემდეგ უნდა მოხდეს ხმების დათვლა; –
პიროვნება, რომელსაც როგორც პრეზიდენტს ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა
აღმოაჩნდება, გახდება პრეზიდენტი, თუ ეს რაოდენობა ამომრჩეველთა
უმრავლესობას შეადგენს; ხოლო, თუ ვერავინ დააგროვებს ხმების უმრავლესობას,
მაშინ წარმომადგენელთა პალატამ იმ პიროვნებათაგან, რომლებმაც საპრეზიდენტო
სიაში ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა დააგროვეს, ამ პიროვნებათა რიცხვი სამს
არ უნდა აღემატებოდეს, დაუყოვნებლივ უნდა აირჩიოს, კენჭისყრის გზით,
პრეზიდენტი. მაგრამ პრეზიდენტის არჩევისას ხმის უფლება უნდა მიეკუთვნოთ
შტატებს, ამასთან თითოეული შტატის წარმომადგენლობას უნდა ჰქონდეს ერთი ხმა,
ქვორუმს ამ შემთხვევაში შეადგენს შტატების რაოდენობის ორი მესამედი და
არჩევანის გასაკეთებლად აუცილებელი იქნება შტატების საერთო რაოდენობის
უმრავლესობის მხარდაჭერა
/ ხოლო თუ წარმომადგენელთა პალატა არ აირჩევს პრეზიდენტს, როდესაც
არჩევის უფლება მას ექნება გადაბარებული, მაშინ მომდევნო მარტის თვის მეოთხე
დღემდე პრეზიდენტის მოვალეობას ისევე, როგორც პრეზიდენტის სიკვდილის ან
მისი სხვა კონსტიტუციური უუნარობის შემთხვევებში, შეასრულებს ვიცე-
პრეზიდენტი./ *
* შეიცვალა მეოცე შესწორების მესამე ნაწილით
პიროვნება, რომელსაც,როგორც ვიცე-პრეზიდენტს, ხმების ყველაზე
მეტი რაოდენობა აღმოაჩნდება, გახდება ვიცე-პრეზიდენტი, თუ ეს რაოდენობა
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის უმრავლესობას შეადგენს, ხოლო თუ ვერავინ
ვერ დააგროვებს ხმების უმრავლესობას, მაშინ სენატმა სიაში ხმების რაოდენობით
პირველი ორი პიროვნებისგან უნდა აირჩიოს ვიცე-პრეზიდენტი; ქვორუმს ამ
შემთხვევაში შეადგენს სენატორთა საერთო რაოდენობის ორი მესამედი და არჩევანის
გასაკეთებლად აუცილებელი იქნება სენატორთა საერთო რაოდენობის
უმრავლესობის მხარდაჭერა. მაგრამ არავინ შეიძლება გახდეს შეერთებული
შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ვინც კონსტიტუციურად შეუფერებელია
პრეზიდენტის თანამდებობისათვის (რატიფიცირებულია 1804 წლის ივნისში)

პოპულარული

პოლიციის თანამშრომელი სისტემას ამხელს - ვინ არის "ოცნების" მაღალჩინოსანი, რომლის ძმის დაკავებასაც პატრული ცდილობდა და როგორ აიძულეს სამართალმცველები, რომ იგი გაეშვათ (ვიდეო)
"ნაციონალური მოძრაობა" 2012 წლამდეც ახერხებდა მხარდამჭერი განცხადებების უზრუნველყოფას - კობახიძე კონგრესმენებზე
სკოლის საპირფარეშოდან ხორავას ბნელ ფარდულამდე - რა ჩვენება მისცა მოზარდების მკვლელობის საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, მირზა სუბელიანის შვილმა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას აუცილებლად მიიჩნევს
"ვინც NDI-ის ესხმის თავს, საკუთარი სისუსტეების, დაუცველობისა და კომპლექსების დაფარვას ცდილობს" - ლორა თონტონი
ჩინეთი მომაკვდინებელ ვირუსს ებრძვის- უმძიმესი კადრები შემთხვევის ადგილიდან
პატრიარქი კლინიკაში გადაიყვანეს
ძლიერი თოვა, ქარი და ზვავსაშიშროება - საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება
კალანდია სარალიძეს: მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? შვილის სულს ყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი!
დაწერე კომენტარი