“ამერიკა არ არის კორონავირუსთან ბრძოლისთვის მომზადებული, არც ექთნები და ექიმები არიან დაცულნი ინფიცირებისგან” – ამერიკელი ექთნის ემოციური ვიდეო მიმართვა

იმ ფონზე, რომ კოროანვირუსის გავრცელებისა და გარდაცვალების შემთხვევები აშშ-ში მასშტაბურად იზრდება, დიდი საფრთხის წინაშე დგანან სამედიცინო პერსონალის წევრებიც, რადგან არ გააჩნიათ საკმარისი რაოდენობის პირბადეები და თავდაცვის ატრიბუტები. სოციალური ქსელებისა და გავლენიანი გამოცემების მიერ გამოქვეყნებული სტატიებით ნათელი ხდება თუ რა მძიმე მდგომარეობაა აშშ-ს უმრავლეს კლინიკაში, სადაც ექთნებსა და ექიმებს ყოველგვარი დაცვის გარეშე უწევთ კონტაქტი კოვიდ 19-ით ინფიცირებულებთან.

CBS NEWS-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ასახულია ამერიკელი ექთანი, რომელმაც თავის სამსახურზე უარი თქვა მაშინ, როდესაც მოსთხოვეს, რომ კოვიდ 19-ით დაავადებულთათვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ემკურნალოთ პირბადის გარეშე, რაზეც მან პირადი უსაფრთხოების გამო უარი განაცხადა.

„ამერიკა არ არის მზად. ექთნები არ არიან დაცულნი.მე დავტოვე დღეს ჩემი სამსახური. მას შემდეგ რაც მივედი საავადმყოფოში, დამავალეს კოვიდ 19-ით დაავადებული პაციენტის მკურნალობა ინტენსიური მკურნალობის ცენტრში, სადაც არც ერთი ექთანი არ ატარებდა პირბადეს. მე ჩემი N95-ის პირბადე მქონდა. ვუთხარი ჩემს მენეჯერს: მესმის, რომ მარაგების დეფიციტს განვიცდით, მაგრამ ნება მომეცი დავიცვა და უსაფრთხოდ ვიგრძნო ჩემი თავი“ – განაცხადა ვიდეომიმართვაში ამერიკელმა ექთანმა.

მისი განცხადებით, ამერიკა არ არის კორონავირუსთან საბრძოლველად მზად, არც ექთნები და სამედიცინო პერსონალია დაცული დაავადებისგან.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 367 650 შემთხვევაა, რომელთაგან 11 000-მდე ფატალური აღმოჩნდა.

loading...

პოპულარული

პრემიერის გამოსვლამ შს მინისტრს ძილი მოჰგვარა - კადრი პარლამენტიდან
"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
დაწერე კომენტარი