“ამდენი უსაქმური მამაკაცი რომ დგას ხიდის ქვეშ, მიწა აქვთ, მიწა უნდა დამუშავდეს…კაბინეტში უნდათ მუშაობა, ლაფათქაზე არავის არ უნდა” – ხათუნა ბოკუჩავა

დოლიძე

კაბინეტში უნდათ მუშაობა, ლაფათქაზე არავის არ უნდა, – ამის შესახებ მსახიობმა ხათუნა ბოკუჩავამ “ტვ პირველის” ეთერში ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებსა და უმუშევრობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში სამუშაო არის, თუმცა ხალხს მუშაობა არ უნდა. ქალბატონმა ხათუნამ გადაცემაში ქეთი დოლიძის განცხადება გაიხსენა და დაეთანხმა.

“ქალბატონმა ქეთის ძალიან კარგად ჩამოაყალიბა, რომელსაც მერე დაესხნენ თავს და გააცამტვერეს. ამდენი უსაქმური მამაკაცი რომ დგას ხიდის ქვეშ. ისინი დგანან ნარდს თამაშობენ, იშვიათად რამდენიმე ადამიანი ნახო, რომ წამოგყვეს და რაღაც გააკეთოს.

ყოველთვის სოფელი არჩენდა ქალაქს. მიწა აქვთ, მიწა უნდა დამუშავდეს, საქონელია, წვრილფეხაა თუ მსხვილფეხაა…

კაბინეტში უნდათ მუშაობა, ლაფართქაზე არავის არ უნდა”, – განაცხადა ხათუნა ბოკუჩავამ.

დაწერე კომენტარი