“ამას ვწერ დევნილი აფხაზეთიდან და ნატოში გაწევრიანების აქტიური მომხრე… ” – ვახო სანაიას პოზიცია რასმუსენის განცხადებაზე

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

1. რასმუსენის მიერ ნახსენები ვარიანტის განხორციელებისთვის საჭირო პირობაა საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება.

2. საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას სჭირდება პასუხი ერთ შეკითხვაზე:

თუ ნატოში მიგვიღეს, დაიკარგება თუ არა აფხაზეთი და ცხინვალი. უფრო კონკრეტულად – მიიერთებს თუ არა რუსეთი საქართველოს ორ რეგიონს, როგორც ყირიმი მიიერთა. ეს ტერიტორიები ფაქტობრივად ახლაც ანექსირებულია, მაგრამ უშუალოდ ფედერაციის შემადგენლობაში შეყვანა, ბუნებრივია, უმძიმესი ამბავი იქნება.

ესაა აქ მთავარი სირთულე. არ უნდა მიკიბ-მოკიბვა. ასახსნელია ხალხისთვის, რუსეთის ეს საპასუხო ნაბიჯი რეალური იქნება თუ არა. ეს იყო და იქნება რუსული პროპაგანდის მთავარი საკითხი. ეს პროპაგანდა კიდევ უფრო გაძლიერდება. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ შეკითხვა პროპაგანდის გარეშეც არსებობს.

ამას ვწერ დევნილი აფხაზეთიდან და
ნატოში გაწევრიანების აქტიური მომხრე, რომელსაც კარგად მესმის მეხუთე პუნქტის უზარმაზარი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის.

ველოდები კომენტარებს, რომ გავფანტოთ შიში ამ საკითხზე.

პოპულარული

"ნიკა ცაცია არ არის..." - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის დედის პირველი კომენტარი (ვიდეო)
"პოლიციელები გამოძიების მიერ დაიკითხნენ მე-15 დღეს, მას შემდეგ, რაც გიორგობიანის გვარი ფეთქდება" - არსებობს თუ არა ინტერესთა კონფლიქტი გიორგობიანს და შაქარაშვილის საქმეს შორის?
შაქარაშვილის მეგობრები შესაძლოა ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდნენ - რა შეუსაბამობებია სატელეფონო ჩანაწერებში
უმაროვის მკვლელობა ნიშნავს, რომ ხვალ ჩემთან და გაბუნიასთანაც მოვლენ - ტუმსო აბდურახმანოვი
მარჯვენა ხელის მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობები ტუჩზე, ნაპოვნია ფეხშიშველი - ახალი, სკანდალური გარემოებები 19 წლის ფეხბურთელის საქმეში
"ანგელოზივით ცოლი ჩაცხრილა... ალბათ ისევ მთვრალი იყო..."- ვინ იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც სურამში ქმარმა მოკლა
სასტიკი მკვლელობა სურამში - ვინ არის კაცი, რომელმაც ცოლი საწოლში ჩაცხრილა
ია ფარულავამ ფილმ "სიყვარული ვენახშის" შემდეგ პირველად მკერდი გამოაჩინა(ფოტო)
ადგილი სადაც „ოქროს მოწმე“ იმალებოდა, გადამწვარია - ადვოკატი
დაწერე კომენტარი