“ამან ისეთი რამ გააკეთა, რომ მთელი მსოფლიო გაგიჟდა, კაცი…” – ბუბა კიკაბიძე ივანიშვილზე

„ყველა ნორმალური ადამიანი იტყვის, რომ ესენი უნდა წავიდნენ. ჩვენ რომ ვილაპარაკოთ, რატომ უნდა წავიდნენ, ამას ათი დღე დასჭირდება. ოპოზიცია მოიგებს, ხალხი მოიგებს… ესენი („ქართული ოცნება”) უბრალოდ შერცხვებიან,” – ასე აფასებს „რეზონანსთან” მომღერალი ბუბა კიკაბიძე ბოლო დღეებში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.

პარლამენტის შესასვლელი, რომელიც 18 ნოემბერს აქციის მონაწილეების მიერ იყო პიკეტირებული, უკვე მოხსნილია; რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქცია სპეცრაზზმა წყლის ჭავლისა და სპეციალური ტექნიკის დამხარებით დაშალა. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციები კვლავ გაგრძელდება და პარლამენტის შენობის პიკეტირებას ისევ მოახდენენ.

ბუბა კიკაბიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების” მიერ პირობის შეუსრულებლობამ „მთელი მსოფლიო გააგიჟა”.

„ამან ისეთი რამ გააკეთა, რომ მთელი მსოფლიო გაგიჟდა. კაცი პირს რომ გააღებს და იტყვის, უნდა შეასრულოს. მაშინ არ უნდა ეთქვა. ისინი („ოცნება”) რასაც გააკეთებენ, იმის საწინააღმდეგოს გააკეთებენ ესენი (ოპოზიცია). ვინმე ელოდა, რომ 20 ივნისს ესენი სროლას დაიწყებდნენ და თვალებს დათხრიდნენ ბავშვებს? მე არ მეგონა,” – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

პოპულარული

გია სურამელაშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება - მომღერალი სცენას ტოვებს
„რაც მოხდა ვხვდები, მაგრამ მინდა ბოლომდე მასე არ იყოს“ – სკანდალური აუდიო ჩანაწერი გიორგი შაქარაშვილის საქმიდან
შაქარაშვილის საქმის სკანდალური გაგრძელება: პროკურატურამ შეცდომით პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები გადმოგვცა - ადვოკატი
სასიხარულო ინფორმაცია - ლიფტის შახტაში ჩავარდნილი 6 წლის ბიჭი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გონს მოვიდა
დაწერე კომენტარი