“ალექსეი ნავალნი გამოჯანმრთელდა და მალე რუსეთში დაბრუნებას აპირებს” – გერმანიის უსაფრთხოების სამსახური

ნავალნი

რუსი ოპოზიციონეერი ლიდერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც საწამლავ ნოვიჩოკისგან მოიწამლა და გერმანიაში გადის აქტიურ სარეაბილიტაციო კურსს, გერმანელ პროკურორს ესაუბრა და განუცხადა, რომ იგი გამოჯანმრთელების შემდეგ მალევე აპირებს რუსეთში დაბრუნებას- ამის შესახებ გერმანიის უსაფრთხოების უწყების მაღალჩინოსანმა განუცხადა მედიას. მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ნავალნის მდგოამრეობა უკვე სტაბილურია.

„ იგი უკვე სრულად აცნობიერებს მის მდგოამრეობას, აგრეთვე იცის თ რა მოხდა და სად იმყოფება“- განაცხადა გერმანელმა მაღალჩინოსანმა.

ნავალნის მიმართ უსაფრთხოების უმაღლესი ზომები მიღებული აქვთ გერმანელ სამართალდამცავებს- მას საავადმყოფოს ტერიტორიაზე გაძლიერებული დაცვა იცავს.

„იგი არ გეგმავს „გადასახლებაში წავიდეს“ და დარჩეს გერმანიაში. მას სურს, რომ დაბრუნდეს სახლში, რუსეთში და თავისი მისია გააგრძელოს“- აღნიშნა გერმანელმა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ რუსი პოლიტიკოსის ხელოვნურად მოწყობილი კომიდან რამდენიმე დღეა რაც გამოვიდა. გუშინ კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რის ფონზეც იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა.

დაწერე კომენტარი