ალექსანდრე ელისაშვილმა ვარკეთილის მოსახლეობასთან ერთად ბრიფინგი გამართა

aleko elisashvili

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა ალექსანდრე ელისაშვილმა ვარკეთილის მოსახლეობასთან ერთად ბრიფინგი გამართა.
დეპუტატის განცხადებით, ჯავახეთის #66 -ში მდებარე 2000 კმ.მ მიწის ნაკვეთს დედაქალაქის მერიის ზონალურმა საბჭომ 2015 წლის მარტში რეკრეაციული ზონის სტატუსი მიანიჭა, თუმცა, ელისაშვილის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ამ დრომდე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განსახილველად არ გადმოგზავნილა.

cyc

როგორც საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა განმარტა, მოსახლეობის არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, მერიის ქონების მართვის სააგენტო დოკუმენტის საკრებულოში წარმოდგენას ხელოვნურად აფერხებს.

ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, ის პროკურატურას და შიდა აუდიტს შესაბამისი რეაგირებისთვის  მიმართავს.

რეკლამა

დაწერე კომენტარი