„საკუთარი მოსახლეობის გადასარჩენად სახელმწიფოები უკვე აღარ ერიდებიან აკრძალული ილეთების გამოყენებას“ – ნიკა მელია

მელია

„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ მოსახლეობის გადასარჩენად სახელმწიფოები აღარ ერიდებიან აკრძალული ილეთების გამოყენებას. მანვე აღნიშნა, რომ დემოკრატიულ სივრცეში ბრძოლა დაიწყო. 

„საკუთარი მოსახლეობის გადასარჩენად სახელმწიფოები უკვე აღარ ერიდებიან ისეთ აკრძალული ილეთების გამოყენებას, რომელსაც სხვა ვითარებაში არც იკადრებდნენ. ნიღბებზე, პირბადეებსა და რესპირატორებზე დაუნდობელი ბრძოლა მიდის. მთელი თვითმფრინავი იყო დატვირთული ნიღბებით, რომელიც ჩინეთიდან საფრანგეთში იგზავნებოდა, მაგრამ ეს პროდუქცია ბოლო მომენტში აშშ-მ შეიძინა ჩინეთისგან სამმაგ ფასად. საფრანგეთი გვერდზე გაწია და შეიძინა. თურქეთმა საერთოდ ესპანეთის მიერ ჩინეთში ნაყიდი რესპირატორები დაიტოვა და ესპანეთს არ გაატანა. უკვე ამ ხერხებით მიდის თვითგადარჩენისთვის ბრძოლა დემოკრატიულ სივრცეშიც კი. დეფიციტია აღჭურვილობის და უკვე იმაზე ყიდიან, ვინც მეტს იხდის. ჩვენ არც ფული გვაქვს და არც თავი – დიახ, არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დროულად დაიჭერდა თადარიგს , დაიწყებდა ზრუნვას აღჭურვილობაზე, ვიდრე კრიზისი ასეთ საშინელ ფორმას მიიღებდა. ბიუჯეტს თუ არა აქვს იმის საშუალება, რომ ვინმეზე მეტი გადაიხადოს, ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს ერთ მილიარდერს, რომელიც საერთოდ გაქრა და აღარც გვენახება. დიახ, მას თავისუფლად შეუძლია სხვაზე მეტი გადაიხადოს და დროულად შეისყიდოს ერთი პატარა ქვეყნისთვის საკმარისი აღჭურვილობა. მისი შეძლების პატრონისთვის, საერთოდ არაა შეუძლებელი. ადვილი პუშკინის სკვერის ლარად ყიდვაა“, – წერს მელია.

loading...

პოპულარული

"დაახლოებით კაკლის ზომის სეტყვა იყო" - სტიქიამ ქალაქი თელავი და რამდენიმე სოფელი დააზარალა (ფოტო, ვიდეო)
როგორ ჩაცხრილეს მღვდლები მანქანაში: "ავტომატითაც დაუცხრილიათ და ნაჯახითაც მოუჭრიათ თავი..." - სკანდალი რუის-ურბნისის ეპარქიაში
ვაშინგტონი მოსკოვს ემუქრება: რუსეთმა 1 მილიარდის ყალბი ლიბიური ბანკნოტები დაბეჭდა
"ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების ბოჰემური ცხოვრება და უეცრად გამდიდრების სქემა - კოლოსალური შემოსავლები დუმილის სანაცვლოდ? (ვიდეო)
მაღალჩინოსნებისა და კრიმინალების დიდი შეკრება კანონიერი ქურდის საფლავზე - ნარკოტიკებისა და კონტრაბანდის ისტორია - რეპორტაჟი ოკუპირებულ აფხაზეთიდან
როგორ ჩაცხრილეს მღვდლები მანქანაში: "ავტომატითაც დაუცხრილიათ და ნაჯახითაც მოუჭრიათ თავი..." - სკანდალი რუის-ურბნისის ეპარქიაში
კორონავირუსის ახალი კლასტერი თბილისი ცენტრში - რა ხდება დევნილთა საცხოვრებლში
ქარელის მერმა მოქალაქებს დედა აგინა
შემზარავი მკვლელობა - 15 წლის ბიჭმა 10 წლის მძინარე და ჩაქუჩით მოკლა და ნაგავსაყრელზე დააგდო
დაწერე კომენტარი