“ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება

აიტი აკადემია

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აგრძელებს რეგისტრაციას. როგორ კოლეჯის პრესს-სამსახურმა განგვიცხადა, რეგისტრაცია დაიწყო 10 აპრილს და გაგრძელდება 22 აპრილამდე.

შავი ჩაი ასკილით

ყველა დაინტერესებულ პირს (მათ შორის სსსმ და შშმ პირებს) ეძლევა შესაძლებლობა სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს ქვემოთ ჩამოთვლილ პროგრამებს:

  1. ვებ ინტერფეისის დეველოპერი.
  2. საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერი.
  3. ინფორმაციის ტექნოლოგია
  4. კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი.
  5. სამგანზომილებიანი გრაფიკის სპეციალისტი (გენერალისტი).
  6. ვებ ინტერფეისი დიზაინერი.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, დარეგისტრირებულმა აპლიკანტმა, სწავლის დასაწყებად უნდა გაიაროს ტესტირება უცხოურ ენასა და უნარებში. სსსმ და შშმ პირები ისარგებლებენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირების ფორმებით, რომელიც მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ შეფასდება.

საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს.

სასწავლებელი აღჭურვილია განახლებული ინფრასტრუქტურით და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ადაპტირებულია სსსმ და შშმ პირებისთის. დაკომპლექტებულია კვალიფიციური, გადამზადებული პედაგოგებითა და  ინკლუზიური  პროფესიული განათლების სპეციალისტებით.

ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ პროფესიული სტუდენტების სტაჟრებასა და წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმებას.

სსიპ  საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიასთან“ დაკავშირებით ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: www.itvet.ge

loading…

პოპულარული

"ხარისხის არხის" პოპულარული წამყვანების დუეტი დაიშალა
„მე ვაძლევ ხმას გრიგოლ ვაშაძეს, ეს ინსტიტუცია როგორმე უნდა ჩაიგდოს ხელში ოპოზიცურმა ძალამ“ - თაკო ჩარკვიანი
ანუკი არეშიძემ ისევ გაიბრწყინა - როგორ გამოიყურებოდა 7 თვის ორსული დიზაინერი ოფიციალურ მიღებაზე (ფოტოები)
"სერავდნენ... ვკიოდით, მაგრამ სანამ მთლიანად არ აჩეხეს, არც გამოუხედავთ ჩვენსკენ" - 22 წლის ბიჭის მკვლელობის დეტალები
დაწერე კომენტარი