“აისისის” ქადაგებები ნამდვილად გაზიარებული აქვს, ცოტა მიაყენეთ, რომის პაპზე უფრო მეტი კათოლიკეები ნუ გამოხვალთ” – ნინო ლაბარტყავა

ალიას ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა facebook-ზე სტატუსს აქვეყნებს:

შავი ჩაი ასკილით

ეს ის მომენტია, როცა “ტაბულას” სტატიაში აღნიშნულ მომენტებს სრულიად ვეთანხმები. მეც ჩავყევი თემირლანის ფბ-გვერდს და ნამდვილად აქვს ამ ბიჭს “აისისის” ქადაგებები გაზიარებული. ასევე, მის გვერდზე დევს “ისლამური სახელმწიფოს” ვიდეო, რომელშიც ტერორისტები ჯიჰადს აცხადებენ.
ცოტა მიაყენეთ, მეგობრებო და რომის პაპზე უფრო მეტი კათოლიკეები ნუ გამოხვალთ! დაელოდეთ გამოძიებას და წინასწარ ნუ იტყვით ნურაფერს – ეს ისეთი საქმეა, ვერაფერი ვერ დაიმალება და მოიცადეთ!
პ.ს. – ზოგადად, ქისტებს მე დიდ პატივს ვცემ და რომელიმე იდიოტს თუ მოგივათ თავში, რომ ქისტების წინააღმდეგ ვამბობ რამეს, წინასწარ გეტყვით – ვაი, თქვენს პატრონს…
და კიდევ: 19 წლის ბიჭი “ბავშვი” არაა და მოეშვით ენის ტლიკინს – “ბავშვს ესროლეს, ბავშვი მოკლეს”…
დაიცადეთ, მოიცადეთ, დაელოდეთ სიტუაციის ბოლომდე გარკვევას და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს ნუ აკეთებთ ზოგიერთები!

n.labartyava_FTI_12.1.18

FTI.GE

loading…
იტვირთება…

პოპულარული

"ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის აღარ არსებობს" - გიორგი შენგელაიას პირველი კომენტარი ივანიშვილის მიერ სტიპენდიის მოხსნაზე
"ტორმუზი და გაზი ამერიაო..."- პარლამენტთან ავარია მოხდა, ავტომობილი სახლის შიდა ეზოში ჩავარდა
როდის უნდა იბანაოთ თუ გინდათ, რომ სიყვარულში და ფინანსებში გაგიმართლოთ
"გაუნათლებელი კაცია, წიგნი მივუტანე, მითხრა ჩემი ცოლი წაიკითხავს და შინაარსს მომიყვებაო" - შენგელაია ივანიშვილზე
დაწერე კომენტარი