“ათრიეს, აგინეს, ლანძღეს, რა აღარ ეძახეს,სექსუალური პარტნიორები დაუთვალეს, შეეხნენ არამხოლოდ …”

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში წერს:

დავფიქრდი სალომეზე, მის ბოლო პერიოდს თვალი გადავავლე და რაღაცნაირად გული ჩამწყდა…

ქალმა უბრალოდ კენჭი იყარა, რა იცი რა ხდებაო და ჰოპ პრეზიდენდი გახდა, თუმცა მთავარია, რის ფასად დაუჯდა…

– ათრიეს, აგინეს, ლანძღეს, რა აღარ ეძახეს
– თავისივე მხარდამჭერმა პარტიამ – ბანერებიდან ჩამოგლიჯეს, გადამალეს, მარიონეტივით “აპამპულავეს”
– ყველა სიტყვაზე გამოეკიდნენ, შვილები გაულანძღეს, აგინეს, წყევლეს…
– საცვლებში ჩაუძვრნენ, სექსუალური პარტნიორები დაუთვალეს, შეეხნენ არამხოლოდ როგორც პოლიტიკოსს, არამედ როგორც ქალს, დედას, რაც არაფერ შუაში იყო საერთოდ!

ჰოდა, ვულოცავ პრეზიდენტობას და გაძლებაა ვუსურვებ! ამდენი სიბინძურეს ალბათ არც ელოდა და არც დაუმსახურებია და ვინ იცის, იქნებ ახლა როგორ ნანობს, საერთოდ რომ თავი გაყო ამ ყველაფერში.

ამ პროცესებით ყველაზე მეტად დაჩაგრული სალომეა. ჩემი მხრიდან გარდა იუმორისა, არაფერი ნეგატივი არ გავრცელებულა მის მიმართ და არც გავრცელდება. გაძლება მისურვებია, კიდევ ერთხელ ❤️

პოპულარული

"ამერიკაში აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ოპერაცია ტყუილად გამიკეთეს...ის ექიმი ნომერ მეორეა ჩვენ ქვეყანაში და კიდევ ვის და რას ამოაჭრის ფულის გამო ვინ იცის" - ნინო მჭედლიშვილი
"ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა" - 9 წლის დაჩის წერილი გიორგი გახარიას
"ვაიმე, ეს რა ვნახე" - რა ხდება თბილისში არსებულ ერთ-ერთ პრესტიჟულ საწარმოში(ვიდეო)
"არავის საქმე არ არის მე რა გავაკეთე, როგორც სწორად ჩავთვალე ისე მოვიქეცი" – რას პასუხობს საზოგადოების კრიტიკას მარიკო ლეჟავა, რომელიც ევროვიზიის ქართული ჟიურის წევრი იყო
დაწერე კომენტარი