
მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში რუსები შეიჭრნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ქარხანაში ამ დრომდე იმყოფებიან უკრაინელი მებრძოლები და მოქალაქეები, რომელთა ევაკუაციაც არ მომხდარა.
„აზოვსტალის“ ქარხნის შტურმი 3 მაისს დაიწყო, ხოლო ქარხანაში შეღწევა რუსმა სამხედროებმა დღეს შეძლეს. მანამდე ქარხანა ინტენსიურად იბომბებოდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ქარხანაში ახლა მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს. უკრაინელ სამხედროებთან კავშირი გაწყდა.