აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღთან სომხეთის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა

იერიში

აზერბაიჯანის ცნობით, თავდაცვის მინისტრმა სომხეთის სტრატეგიულ-სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიშის მიტანის ბრძანება გასცა. ზაკირ გასანოვმა არმიას უბრძანა, გამოიყენონ ყველა არსებული ტექნიკა. 

სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივნის განცხადებით კი, აზერბაიჯანმა შეტევა უკვე დაიწყო და არსებულ ვითარებას ჯოჯოხეთი უწოდა. 

საბრძოლო მოქმედებები ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის საზღვართან, საკომუნიკაციო ხაზზე მიმდინარეობს. 

შუშან სტეფანიანის თქმით, აზერბაიჯანი შეტევას ტანკებით, ავტომატებით – დიდი სამხედრო შეიარაღებით ახორციელებს. მისი თქმით, აზერბაიჯანი იგნორირებას უკეთებს ირანის უსაფრთხოებასაც. 

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობს. 

დაწერე კომენტარი