აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისთვის რვა ადამიანი დააკავეს, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანი

აზერბაიჯანიდან საქართველოში სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას, მესაზღვრეებმა აზერბაიჯანის რვა მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია azerbaycan24 ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, დაკავება 3 ნოემბერს, დაახლოებით 00:20 წუთზე, სადახლოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოხდა. დაკავებულთა შორის უმეტესობა ბავშვია.

მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

დაწერე კომენტარი