ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა – BBC

პრეზიდენტი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თალიბანის დაჯგუფების შესვლის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ავღანეთი დატოვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

Reuter-ის ცნობით, კი პრეზიდენტი ტაჯიკეთში მიემგზავრება. მათივე ცნობით, პრეზიდენტის უსაფრთხოების გამო, ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს.

თალიბანის მებრძოლები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, დღეს 15 აგვისტოს შევიდნენ. ქაბული ერთადერთი დიდი ქალაქი იყო, რომელსაც ამ დრომდე ავღანეთის ხელისუფლება აკონტროლებდა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი