როგორ ავუკრძალოთ Google-ს, ინტერნეტში ჩვენი ქმედებების ჩაწერა – Google ყველაფერს ხედავს,იწერს და იყენებს

google privacy

იმისთვის, რომ რეკლამა ეფექტურად გაყიდოს, Google-ი თავის მომხმარებლებზე უამრავ მონაცემს აგროვებს. მათ შორის, DoubleClick-ის ქსელის საშუალებით, კომპანია თვალს ადევნებს იმას, თუ რა ვებგვერდებს სტუმრობს მომხმარებელი. ბოლო დრომდე ეს მონაცემები ცალკე ინახებოდა და ფაქტობრივად ანონიმური იყო – ის კონკრეტულ ბრაუზერს ებმოდა და არა ადამიანს. მაგრამ 2016 წლის ოქტომბერში გაირკვა, რომ Google-მა, ისე რომ ამის აფიშირება არ მოუხდენია, სამომხმარებლო ხელშეკრულებაში შესწორებები შეიტანა. ახლა კომპანიას შეუძლია მომხარებლის სრულყოფილი პორტრეტი შექმნას და ის, თუ რა ვიდეო ნახეთ, რა წერილები დაწერეთ და რას ეძებდით ინტერნეტში, არამხოლოდ საკუთარი ცოდნის, არამედ ვებგვერდების ნახვის ისტორიის საფუძველზე დაადგინოს, და ეს ყველაფერი მიბმული იქნება რეალურ სახელთან და გვართან. ამ ინსტრუქციით თქვენ შეძლებთ კომპანიას თქვენ შესახებ ზედმეტი ინფორმაციის შეგროვება აუკრძალოთ.

აკრძალეთ თქვენ მიერ ნანახ საიტებზე მონაცემების შეგროვება

Google-ი საშუალებას აძლევს მომხმარებელს თავად გადაწყვიტოს, რა კატეგორიის მონაცემების შეგროვებაზე აძლევს ნებართვას კომპანიას და რას უკრძალავს. ამ გვერდზე(ოღონდ ექაუნთში შესვლის შემდეგ) ორ გადამრთველს ნახავთ. მოაშორეთ “აღნიშვნა” პუნქტს “Include Chrome browsing history and activity from websites and apps that use Google services”, რომ კორპორაციამ ვერ გამოიყენოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ვებგვერდებს სტუმრობდით ბრაუზერში.

აუკრძალეთ სარეკლამო სერვისებს თვალი ადევნონ იმას, რასაც თქვენ უპირატესობას ანიჭებთ

ამ გვერდზე შეიძლება თქვენი ინტერესების მიხედვით შერჩეული რეკლამის ჩვენების ჩართვა ან გამორთვა. იმისთვის, რომ თქვენ ინტერესებს მოერგოს, Google-ი მომხმარებლის პორტრეტს ქმნის – პუნქტებში “თქვენი თემები” და “ჩემი პროფილი” შეიძლება იმ ინფორმაციის ნახვა, რომელიც კომპანიამ თქვენი სქესის, ასაკის და ინტერესების შესახებ შეგროვა. ამ ზოლების რედაქტირება შესაძლებელია, მაგრამ ყველაზე საიმედოა თუ უბრალოდ გათიშავთ “რეკლამის პერსონალიზებას” სლაიდერით On – Off (ჩართვა – გამორთვა). ამის შემდეგ Google-ი შეწყვეტს რეკლამისთვის თქვენი ინტერესების შესწავლას, თქვენ კი პერსონალიზებულ განცხადებებს ვეღარ დაინახავთ.

დააყენეთ ბრაუზერის გაფართოება

მათთვის, ვისაც უნდა, რომ სარეკლამო ქსელმა DoubleClick-მა თვალი საერთოდ ვერ ადევნოს, Google-მა ბრაუზერის გაფართოება გამოსცა, რომელიც უკრძალავს DoubleClick-ს თქვენს კომპიუტერში თავისი ქუქების (cookie) – ტექსტური ფაილების შენახვას, რომლებშიც თავს იყრის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ვებგვერდებს ათვალიერებდით და რა რეკლამა ნახეთ.

დააყენეთ ტელეფონი

iOS-ის და Android-ის ტელეფონების “ინსტრუმენტებში” (Settings) არსებობს “ოპციები”, რომლებიც სარეკლამო ქსელებს თქვენთვის თვალის მიდევნებას უკრძალავს.

აიფონში უნდა შეხვიდეთ ეკრანზე Settings > Privacy > Ads და გააქტიუროთ Limit Ad Tracking

Android-ში უნდა შეხვიდეთ Settings > ”Google” > Ads და გააქტიუროთ Opt out of Ads Personalization

აკრძალეთ თქვენი სახელის გამოყენება რეკლამაში

ეს “ინსტრუმენტი” დაკავშირებულია სოციალურ ქსელთან Google+. ადრე Google-ს შეეძლო თქვენი მეგობრისთვის რეკლამაში თქვენი სახელის და ფოტოს ჩვენება, თუკი თქვენ შესაბამის პროდუქტს ან მომსახურებას “მოიწონებდით” (Like). უცნობია, მუშაობს თუ არა ეს დეტალი დღესაც, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, თქვენი მონაცემების რეკლამაში გამოყენებაზე უარის თქმა ამ გვერდზე შეგიძლიათ.

გაიგეთ, კიდევ რისი აკრძალვა შეიძლება Google-სთვის

ეს “ინსტრუმენტები” პირდაპირ არ არის დაკავშირებული რეკლამასთან. მაგრამ Google-ი ძალიან ბევრ ინფორმაციას ინახავს იმის შესახებ, თუ რას აკეთებთ, მათ შორის თქვენი ხმოვანი ბრძანებების აუდიო არქივს. იმის ნახვა თუ რა იცის კომპანიამ თქვენ შესახებ, ამ გვერდზეშეიძლება, ხოლო კონკრეტული ტიპის, მაგალითად YouTube-ზე ნანახი ვიდეოების ან ხმოვანი ძიების შესახებ მონაცემების გათიშვა აქ. გარდა ამისა, Google Maps-ი ინახავს ინფორმაციას თქვენი ყველა გადაადგილების შესახებ. გვერდის ბოლოს დაინახავთ დიდ ღილაკს “ისტორიის გათიშვა” (Location History off).

 

ერთაბზაციანი ინსტრუქცია

შედით ამ გვერდზე  (უნდა იყოთ რეგისტრირებული Google-ში) და გამორთეთ ყველაფერი რაც ზედმეტად მიგაჩნიათ. აქ გათიშეთ რეკლამის ჩვენება, რომელიც თქვენი ინტერესების მიხედვითაა შერჩეული, დააყენეთ Chrome-ის გაფართოება, ხოლო ტელეფონში ნახეთ “ინსტრუმენტი”, რომელიც რეკლამის პერსონალიზებას კრძალავს. ეს “აღნიშვნაც” მოხსენით.

წყარო: Meduza

პოპულარული

საქართველოში ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.86 ლარია
"ოცნების" დეპუტატის შეურაცხყოფა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს: "მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები"
"რატომ არ წამოხვედი, შენ იცი რომ სამსახურს დაკარგავ?" - "ქართული ოცნების" მხარდამჭერის მუქარა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი