ავტოფარეხების ნაცვლად საზოგადოებრივი სივრცეები – ჩიქოვანის ქუჩაზე მოსახლეობის გადაწყვეტილებით, 30-მდე ავტოფარეხია აღებული

ავტოფარეხების ნაცვლად საზოგადოებრივი სივრცეები. თბილისის მერიის ინიციატივით ავტოფარეხების დემონტაჟი გრძელდება. სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სულ 30-მდე ავტოფარეხია აღებული.

ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს თბილისის მერი კახი კალაძე ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება და სარეკრეაციო ზონა განთავსდება.

თბილისის მერია მსგავსს აქტივობებს სამომავლოდ თბილისის სხვა რაიონებშიც გეგმავს.

პოპულარული

საქართველოში ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.86 ლარია
"ოცნების" დეპუტატის შეურაცხყოფა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს: "მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები"
"რატომ არ წამოხვედი, შენ იცი რომ სამსახურს დაკარგავ?" - "ქართული ოცნების" მხარდამჭერის მუქარა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი