ავთანდილ ხურციძეს რუსეთის სახელით ასპარეზობა სურს

ავთანდილ ხურციძე

ქართველმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მას რუსეთის სახელით ასპარეზობა სურს –

„საქართველოს მაინც არ ვახსოვარ, თან არც ცოდნიათ ვისი სახელით გამოვდივარ. აგერ რუსეთი ჩამოვიდა სანახავად, მართლა ჩვენი მოქალაქე ხომ არააო, სამწუხაროდ არ ვიყავი თორე რაღაცას იღონებდნენ. თუ ამერიკა დამადეპორტებს, ეს ასეც მოხდება, რუსეთში გავაგრძელებ კარიერას, მაქვს უკვე შემოთავაზებები. მაგრამ მე ჯერ მაქსიმუმს შევეცდები რომ ამერიკაში დავრჩე. და თუ არაფერი გამოვა მე მეტი საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი არა ვარ.  ჩემი ადგილი არ გახლავთ საქართველოში. მე ერთიან საქართველოს ვუჭერ მხარს, შუაში გაყოფილს არა. სხვას რა პასუხი უნდა გავცეთ, ერთმანეთში თანხმობა და ერთმანეთისთვის პასუხი ვერ გაგვიცია. როდის იყო ძალადობით მოსული საქმე კარგი თუ ცუდი კარგს მოახდენდა?!“

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში მასშტაბური სპეცოპერაცია, ერთდროულად რამდენიმე შტატში ჩატარდა. ცნობილი გახდა, რომ 33 დაკავებულ პირს შორის 15 წარმოშობით ქართველი იყო, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონი კრივში ავთანდილ ხურციძე და შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი ლევან მაყაშვილი. დაპატიმრებულ პირებს ამერიკის იუსტიციის სამინისტრო საბჭოთა კრიმინალურ დაჯგუფებად – „შულაია ენთერფრაიზად“ მოიხსენიებდა. ჯგუფის წევრებს გამოძიებამ მძიმე ბრალდებები წაუყენა, მათ შორის იყო კონტრაბანდა, რეკეტი, არალეგალური აზარტული თამაშები, ფულის გამოძალვა, თაღლითობა და ფინანსური მაქინაციები.

loading…

პოპულარული

“შორენა ჩემი ცოლი არ არის…" - გოჩა ჩერტკოევის ემოციური აღიარება
ორსული მეგან მარკლის „უხერხულად შიშველი“ ფოტოები - ჰერცოგიანიამ სამეფო ეტიკეტი დაარღვია (ფოტოები)
სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება
"ფრთხილად!!! "ლურჯი ვეშაპის" მენტორები უკვე ქართულად საუბრობენ, თამაში იღებს ფართო მასშტაბებს - ყურადღება არ მოადუნოთ, ბავშვები შიშის გამო ნებდებიან"
დაწერე კომენტარი