დღეს, 7 თებერვალს, 15:30 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა ჩუღურეთის რაიონში – ნინოშვილის ქუჩა №21, №23, ჩუბინაშვილის ქუჩა №26 და №28-ში მდებარე იტალიურ ეზოებში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.
დაწერე კომენტარი