დღეს, 6 თებერვალს, 00:30 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა სანზონის რაიონში, თემქის დასახლება III მიკრო რაიონი – კვარტალი 4, კორპუსი №52, №53, №54, №55, №56, №57, №58, №59, №60, №61, №62, №63, №64, №65, №64, №67-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.
დაწერე კომენტარი