ავარიული გათიშვა -სამგორის რაიონი

gazi
gazi

დღეს, 30 იანვარს, 8:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა სამგორის რაიონში, კაიროს ქუჩა  №20, №22, №22ა და №24-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.

cyc

gaz

რეკლამა

დაწერე კომენტარი