დღეს, 10 თებერვალს , 13:15 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა საბურთალოს რაიონში, ონიაშვილის ქუჩა №31-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობასა და ონიაშვილის ქუჩა №29-ში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღს. გაზის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.
დაწერე კომენტარი