დღეს, 25 იანვარს, 12:30 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა ნუცუბიძის რაიონში, ნუცუბიძის პლატო – ონკოლოგიურის ფერდობის მიმდებარედ მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 16:30 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.
დაწერე კომენტარი