ავარიული გათიშვა – ნუცუბიძის რაიონი

დღეს,   2   თებერვალს,  12:00   საათზე  გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა  ნუცუბიძის  რაიონში,  ნუცუბიძის III მიკრო რაიონში  – ძოწენიძის ქუჩა №14  და III  მიკრო რაიონი  1 კვარტალში –  №10  და №12 კორპუსებს შორის მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 19:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.  აგრეთვე ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით,  პარასკევს,  3  თებერვალს,  11:00  საათიდან  გაზმომარაგება შეუწყდება   ნუცუბიძის  რაიონში,  მარგიანის ქუჩა  №2-4-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას.  გაზის მიწოდება აღდგება 13:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. ასევე ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით,  პარასკევს,  3  თებერვალს,  11:00  საათიდან  გაზმომარაგება შეუწყდება   ნუცუბიძის  რაიონში,  III  მიკრო რაიონი, კვარტალი – 3, კორპუსი №5-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.

gaz

პოპულარული

"ყ..ზე დაიკიდე," - ირაკლი კობახიძე პარლამენტის სხდომაზე უწმაწურად საუბრობს (ვიდეო)
„6 თვე საქართველოდან და ოჯახისგან შორს ყოფნა ვერ გაუძლო შენმა პატარა გულმა“ - ვინ არის იტალიაში გარდაცვლილი 36 წლის ქართველი ქალი
თეა დარჩიას და აჩიკო სოლოღაშვილის ცეკვა, რომელსაც ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა (ვიდეო)
"ხვალ, 19 აპრილს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა" - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას მიმართავს
დაწერე კომენტარი