ავარიული გათიშვა – ნუცუბიძის რაიონი

დღეს, 26 იანვარს,  14:30  საათზე  გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა ნუცუბიძის  რაიონში, IV მიკრო რაიონში მდებარე №33  და  №34 კორპუსების, ონკოლოგიური საავადმყოფოს ფერდობზე მდებარე კორპუსის,  ნუცუბიძის  II,  III და IV მიკრო რაიონის მიმდებარედ – შპს „ნუცუბიძე პლაზა“-ს ახალი საცხოვრებელი კორპუსის, ასევე ონკოლოგიურის ფერდობის მიმდებარედ, კონსტანტინე კაპანელისა და ანდრო ჭილაიას ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 19:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.  შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.

cyc

gaz

რეკლამა

დაწერე კომენტარი