დღეს, 8 თებერვალს, 16:30 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა ნაძალადევის რაიონში, ღრმაღელის ქუჩის, ღრმაღელის ჩიხების, გასავალის, კნოლევისა და დაისი ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 19:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.
დაწერე კომენტარი