დღეს, 13 თებერვალს, 09:30 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა ვაკის რაიონში, წყნეთის ხევის ტერიტორიაზე არსებული კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
დღეს, 13 თებერვალს, 11:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა ვაკის რაიონში, მცხეთის ქუჩა №41, №43, №45, №47, №48 და №50-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.