ავარიის შესახებ, რომლის დროსაც 4 წლის ბავშვი და ქალი გარდაიცვალა, ახალი დეტალებია ცნობილი

რუსთავი-ლილოს გზატკეცილზე მომხდარი ავარიის დროს 6 დაშავებულიდან 2-ის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულებიდან 4 ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში „მერსედესის მარკის ავტომობილში (რომელიც ტაქსი იყო და მგზავრები გადაჰყავდა) მყოფი 3 ქალი და 1 მამაკაცი შეიყვანეს. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა, ის ავტომობილის მართავდა. 

კლინიკა რუსთავში შეიყვანეს „ნისანის მარკის ავტომობილის მძღოლი, 30 წლამდე მამაკაცი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო „მერსედესის მარკის ავტომობილში მყოფი 10 წლის ბავშვი რეანომობილით თბილისის სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

„ბავშვის მდგომარეობა საყურადღებოა, მას თავის ტრამვა ჰქონდა, ესაჭიროებოდა რეანიმაცია. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ტრამვები აღენიშნება გულმკერდის და თავის არეში, – აცხადებენ კლინიკა რუსთავში.

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-ლილოს გზატკეცილზე მოხდა, ერთმანეთს „მერსედესისა და „ნისანის მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ავარია მსხვერპლით დასრულდა დაიღუპა 4 წლის ბავშვი და 51 წლის ქალი.

წყარო: ინფორუსთავი

პოპულარული

რა უნდა აჩუქოთ გარშემომყოფებს საახალწლოდ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
"ის ჩვენი მეგობარი იყო " - ვინ არის ცნობილი ქალი, რომლის გამოც გიორგი მახარაძე და მარიამი ერთმანეთს დაშორდნენ (ვიდეო)
„არ დაუჯეროთ ქართველებო ამ შემთხვევით ქალბატონს... რა ქვია ამას თუ არა ქვეყნის ღალატი“ - შემოქმედელი მიპტოპოლიტი პრეზიდენტზე
დაწერე კომენტარი